ვწყევლი და შევაჩვენებ ეშმაკის მსახურს - მიტროპოლიტმა იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:04 | 24.05.2018
ნანახია: 1667

მროველმა ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ქადაგებისას დაწყევლა."მე ვწყევლი და შევაჩვენებ ეშმაკის მსახურს, გიორგი გაბუნიას, ეგ ჭინკა უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას, "რუსთავი 2" უნდა გაუქმდეს", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ქადაგების დროს. ამის ამსახველი ვიდეო youtube-ზე გავრცელდა.

ის გადაცემა „არჩევანის“ ბოლო გადაცემას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ აღნიშნა, რომ მარიამი თავს ვერ მოიკლავს და ის მოგვიანებით იესოსაც გააჩენს. “არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე