ამერიკაში შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე აფროამერიკელი ქალის კანდიდატურა პირველად დასახელდა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 23.05.2018
ნანახია: 892

44 წლის სთეისი აბრამსი აშშ-ის ისტორიაში, შესაძლოა პირველი აფროამერიკელი გუბერნატორი გახდეს. მისი კანდიდატურა ჯორჯიის შტატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა. შიდაპარტიულ მარათონში მან სტეისი ევანსს აჯობა. 

სთეისი აბრამსი შტატის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი იყო. მას მხარი დაუჭირეს ქალთა გაერთიანებებმა, ასევე ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჰილარი კლინტონმა და ბერნი სანდერსმა. სთეისი აბრამსი უმცირესობასთან დიალოგის მომხრეა. 

იმისთვის, რომ პირველი აფროამერიკელი გუბერნატორი გახდეს, აბრამსმა უნდა დაამარცხოს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, რომლის სახელიც ივლისში გაირკვევა. ნებისმიერ შემთხვევაში ის უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი გამარჯვებული გუბერნატორობის კანდიდატი. 2000 წლიდან გუბერნატორის არჩევნებში უცვლელად რესპუბლიკელები იმარჯვებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე