დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოისტები ფედერაციასთან შეიკრიბებიან

საქართველო, თბილისი - 10:33 | 23.05.2018
ნანახია: 1295

ძიუდოისტები და მათ მხარდამჭერები შეკრებას დილის 11:00 საათიდან ფედერაციასთან გეგმავენ. გუშინ სპორტსმენებმა დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს, რის შემდეგაც მისი კაბინეტის კარი აჭედეს.

დავით ქევხიშვილს სპორტსმენები ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საქართველოს ნაკრები ისრაელში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე დაბრუნდა.

"კომისიას, რომელიც შეიკრიბა, სპორტსმნენები უნდობლობას ვუცხადებთ. ვიკრიბებით ძიუდოს გადასარჩენად ის ადამიანები, ვისაც გული შესტკივა ძიუდოზე და ვაფიქსირებთ ჩვენს ჯანსაღ პოზიციას. არავითარი ძალადობა. ჩვენი მოტხოვნაა მხოლოდ და მხოლოდ დავით ქევხიშვილმა დატოვოს თანამდებობა", - განაცხადა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელმა ვარლამ ლიპარტელიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე