გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 24.09.2015
ნანახია: 2090

გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ქართველი ცენტრის ახალმა კლუბმა ანდორამ პრეზენტაცია გამართა, სადაც გიორგი შერმადინი წარადგინა და კლუბის ვებგვერდზე ამ ამბავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას „შერმადინი - ამბიციური ქართველი“ უწოდა.

„ჩვენთვის შერმადინი მოთამაშის ეტალონია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ - განაცხადა ანდორული კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ფრანცისკო სოლანამ - ჩვენ გვსურს ახალ სეზონში გუნდი-სიურპრიზი გავხდეთ და მოვახერხოთ იმ 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა, რომელიც ჩემპიონატის პლეი ოფში და ქვეყნის თასის გათამაშებაში იასპარეზებს. ამის განხორციელებაში ჩვენ შერმადინის იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ის დიდ დახმარებას გაგვიწევს“.

შერმადინის არაოფიციალური დებიუტი ანდორაში უკვე შედგა. ესპანეთის ჩემპიონატი 10 ოქტომბერს იწყება და ანდორელები ამ დღეს ლიგის ერთ-ერთ მოწინავე ბილბაოს უმასპინძლებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე