სასამართლომ შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:35 | 22.05.2018
ნანახია: 879

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში რჩება. 

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის 2 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლების თაობაზე. 

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად, იმ საფრთხეების არ არსებობას ასახელებდა, რომელიც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ედება საფუძვლად. კერძოდ ადვოკატის თქმით, არ არსებობს გრიგალაშვილის არც მიმალვის, არც მოწმეებზე ზემოქმედების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. 

თავის მხრივ ამ საფრთხეების არსებობას გაუსვა ხაზი პროკურორმა, რომელმაც გრიგალაშვილისთვის შეფარდებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება მოითხოვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე