კაფე „გალერი“ იხსნება

საქართველო, თბილისი - 15:05 | 22.05.2018
ნანახია: 1200

კაფე „გალერი“ იხსნება.

შენობას სამართლადამცავებმა ლუქი უკვე მოხსნეს.

როგორც „გალერიში“ აღნიშნავენ, სტუმრების მიღებას კვირის ბოლოსთვის შეძლებენ.

ცნობისთვის, 12 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაფე "გალერისა" და კლუბ "ბასიანში" სპეცოპერაცია ჩაატარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკორელიზატორობის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, სპეცოპერაციას წინ 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებები უძღვოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე