დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 22.05.2018
ნანახია: 733

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნიკოლოზსაკვირველმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა ნიკოლოზი დაიბადა ლუკიის მხარეს ქალაქ პათარში. მისი მშობლები თეოფინე ნონა იყვნენ კეთილშობილი და ღვთისმოსავი ადამიანები. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ევედრებოდნენ უფალს ეჩუქებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, რომ თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთის მსახურად აღზრდიდნენ. ბოლოს, როდესაც უკვე საკმაოდ მოხუცდნენ, შეეძინათ ყრმა, მას სახელად ნიკოლოზი (ხალხის მძლეველი) უწოდეს, რომელმაც დაბადებისთანავე მოახდინა სასწაული. მისი დაბადებით განიკურნა დედამისი. ხოლო როდესაც მას, ჯერ კიდევ ჩვილს ნათლავდნენ, სამი საათის განმავლობაში ფეხზე იდგა.

როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ ამით მან წმინდა სამება ადიდა. ოთხშაბათს და პარასკევს იგი მხოლოდ ერთხელ იღებდა დედის რძეს, მწუხრის ლოცვის დამთავრების შემდეგ. სიყრმიდანვე უყვარდა ლოცვებისა და საღმრთო წერილის კითხვა, ხშირად დადიოდა სალოცავად ტაძარში. ერთხელ მასწავლებელთან მიმავალს მოხუცებული ქალი შეხვდა, რომელსაც ფეხების ტკივილის გამო ძალიან უჭირდა სიარული. ყმაწვილს შეეცოდა ავადმყოფი და გადასახა ჯვარი. ქალი უმალ განიკურნა და გაოცებული ადიდებდა უფალს. მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ღვთის მადლი იყო ბავშვზე და აღსაზრდელად ბიძამისს ქ. პათარას ეპისკოპოსს მიაბარეს.

მან ანგელოზებრივი სიწმიდით აღზარდა ყმაწვილი და მღვდლადაც აკურთხა. წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მან მშობლებისგან მემკვიდრეობით მირებული ქონება ღარიბებს დაურიგა.

ასტარში ცხოვრობდა ერთი ღატაკი კაცი, რომელიც უწინ ძალიან მდიდარი იყო. იგი იქამდედაც კი მივიდა, რომ საროსკიპოს გახსნა გადაწყვიტა, სადაც თავისი სამი ქალიშვილი უნდა დაეყენებინა მეძავეებად. მაგრამ ღმერთმა არ ინება ოჯახის დაღუპვა და მხსნელად წმ. ნიკოლოზი მოუვლინა. წმინდანს არ სურდა თავისი ქველმოქმედების გამხელა, ღამე მივიდა და ერთი ქისა ოქრო შეუგდო ფანჯრიდან უბედურ მამას. მეორე დღეს, როდესაც კაცმა ნახა ოქრო, ადიდა ღმერთი და ამ მზითვით გაათხოვა უფროსი ქალიშვილი.

ცოტა ხნის შემდეგ მან კიდევ ერთი ქისა უქრო შეუგდო ოჯახს. ამან კიდევ უფრო გააოცა ოჯახის უფროსი, ადიდა ღმერთი და გაათხოვა მეორე ქალიშვილის. მერე კი დაუდარაჯდა და მესამედ რომ მივიდა, დაედევნა და იცნო წმ. ნიკოლოზი. სიხარულით ჩაუვარდა ფეხებში და კოცნა დაუწყო. წმინდანმა თხოვა არავისთვის გაეენდო ეს ყველაფერი. თავისი სასწაულებით წმინდანმა შორს გაითქვა სახელი. ამიტომ გადაწყვიტა გაქცეოდა დიდებას და წასულიყო იერუსალიმში. როდესაც იგი ადიოდა გემზე იერუსალიმში გასამგზავრებლად, უცებ დაინახა ეშმაკი, რომელიც დაღუპვას უპირებდა გემს და გააფრთხილა ხალხი, რომ მოსალოდნელი იყო გემის დაღუპვა. არ დაემთავრებინა ეს სიტყვები, რომ ამოვარდა ქარიშხალი. ყველანი მივარდნენ მას საშველად და ევედრებოდნენ, გადაერჩინა გემი. მანაც შესთხოვა უფალს და ქარიშხალი ჩადგა.

გადარჩენით გახარებული ერთ–ერთი მგზავრი ავიდა იალქნების სამაგრ ანძაზე, რათა მასზე აღემართა ჯვარი, მაგრამ ეშმაკმა გადმოაგდო და მოკლა. წმ. ნიკოლოზი მყისვე შეევედრა უფალს და გააცოცხლა იგი. მალე გემმა მშვიდობით მიაღწია პალესტინის ნაპირებს, სადაც წმ. ნიკოლოზმა დიდი სიხარულითა და მოკრძალებით მოილოცა წმიდა ადგილები. წმინდანს უკანა გზაზეც ელოდა განსაცდელი. იგი მოატყუეს მეზღვაურებმა და სხვაგან მიჰყავდათ. წმ. ნიკოლოზი ფეხებში ჩაუვარდა მათ და ევედრებოდა ლუკიაში წაეყვანათ, მაგრამ ყური არავინ დაუგდო. უცებ ამოვარდა ქარი, შეაბრუნა გემი და მიაყენა პირდაპირ ლუკიის ნაპირებს

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე