დღეს ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 10:08 | 22.05.2018
ნანახია: 742

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი ქალაქ ანტიოქიიდან იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა ერთადერთ შვილს ძველი და ახალი აღთქმის წიგნები და მათი განმარტებანი შეასწავლეს.

დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლისა განთქმული მეუდაბნოის იოანეს მოწაფე გახდა, თავისი ქონება გლახაკებს და მონასტრებსდაურიგა თავად კი ბერად აღიკვეცა.

VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში მოვიდა. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია იოანე ნათლისმცემლისსახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში (აქედან „მღვიმელი“), ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან „იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება“, X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე