ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩაქვში 8 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 21.05.2018
ნანახია: 814

ჩაქვში გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე