საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასულ წელთან შედარებით, 22.1%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 21.05.2018
ნანახია: 712

2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 783.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 961.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 821.8 მლნ. აშშ დოლარს (22.2 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 860.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 705.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე