მარიშკა ჯავახაძემ ჩემი ცოლის დაქალები დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 20.05.2018
ნანახია: 1497

მარიშკა ჯავახაძემ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მსახიობმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Formula Creative ს იმ საოცარი გამოცდილებისთვის, რომელიც ამ

წლების განმავლობაში შემძინა. უღრმესი მადლობა რომ მომეცით საშუალება ჩემი პატარა წვლილი შემეტანა, ამ მართლა ისტორიულ პროექტში.

უღრმესი მადლობა მსახიობებს და განსაკუთრებით გიორგი მახარაძეს, რომ არა ის გადაღების პირველი დღეები ძალიან რთული იქნებოდა.

გულით ყველაზე დიდი მადლობა მაყურებელს და ჩვენს გულშემატკივრებს.

ახალი ბარბარიკა კიდევ უფრო პრინცესული და მშვენიერია”, – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მარიშკა ჯავახაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე