19 მაისი - ევროპის მუზეუმების ღამე

საქართველო, თბილისი - 13:34 | 18.05.2018
ნანახია: 1010

19 მაისს #მოდიღამემუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება კამპანიას ,,ღამე მუზეუმში". 

ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში, 21:00 საათიდან 01:00 საათამდე ღია იქნება საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები, ექსკურსიები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.  

*19 მაისს, 21:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმებში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.  

პროგრამა: 

► ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
მისამართი: შ. რუსთაველის გამზირი 3 
21:00 - 00:00 - დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება 
21:00 - 23:00 - შემეცნებითი თამაშები და აქტივობები მუზეუმის ფოიეში
21:00 - 23:30 - მუსიკალური ნომრები:

-  ფოიე - 21:00-21:30 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის - „ნიჭიერთა ათწლედის" უმცროსკლასელთა გუნდი.

-  მუზეუმის გარეთ, რუსთაველის მხრიდან - 21:30-21:50 - ფოლკლორული ანსამბლი ,,ერქვანი" კახაბერ შაქიშვილის ხელმძღვანელობით.

-  ფოიე - 21:50-22:30 - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლონეთა ანსამბლი „სი-მი" ელენე ცარციძის ხელმძღვანელობით.

-  ეზო - 22:30-22:50 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის - „ნიჭიერთა ათწლედის" გიტარისტთა ანსამბლი.

-  ეზო - 22:50-23:30 -  ქართული ცეკვის ანსამბლი „ეგრისი" გიორგი ფალიაშვილის ხელმძღვანელობით

22:00 - 23:00 - კოსტიუმირებული პერფორმანსი - აღმოსავლური გამოფენის, ანტიკური ხანისა და ქართული კოსტიუმის ექსპოზიციების მიხედვით.

► დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11

21:00 - 01:00 - დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება
22:00 და 24:00 საათებზე - ექსკურსია გიდის თანხლებით
21:30 - 23:00 - მუსიკალური ნომრები

21:00 - საჯარო ლექცია ზურაბ (პიკო) ნიჟარაძის გამოფენის ფარგლებში (მომხსენებელი ნინო ხუნდაძე)
22:00 - 23:00 - შემეცნებითი თამაშები და აქტივობები

► ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა
მისამართი: სიონის ქ. 8

21:00 - 01:00 - შენობის ისტორიული ნაწილებისა და მუდმივი გამოფენის დათვალიერება;  „ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ფრანგი ფოტოგრაფის, ანრი კარტიე-ბრესონის, ამერიკელი და გერმანელი ფოტოგრაფების - თომას დამენის, მაინრად შადეს, ვანესა უინშოპის, გეორგ გეორგიუს და ეან გრარუპის ნამუშევრების გამოფენა.  

20:00 - ქეთი კაპანაძის გამოფენის გახსნა - ,,8 წუთი"

22:00 - 24:00 - საუბარი დამთვალიერებლებსა და ხელოვნებათმცოდნეებს შორის თემაზე: ,,რა არის ჩემთვის თანამედროვე მუზეუმი"

► ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
მისამართი: ლ. ქიაჩელის ქ. 12

21:00 - 00:00 - მუზეუმის დათვალიერება
21:00 - 23:00 - კამერული მუსიკის კონცერტი - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედი" მევიოლინეთა ანსამბლი და ტრიო - შესრულდება კლასიკური, რომანტიზმისა და თანამედროვე პერიოდის ნაწარმოებები.

►სიღნაღის მუზეუმი
მისამართი: სიღნაღი, შ. რუსთაველის ჩიხი 8

21:00 - 01:00 - მუზეუმის დათვალიერება
21:00 - ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი
21:15 - შემეცნებითი ვიქტორინა (ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის ირგვლივ)
22:00 - პოეზიის საღამო

► სვანეთის მუზეუმი
მისამართი: მესტია, ა.იოსელიანის ქ.N7

21:00 - 01:00 - მუზეუმის დათვალიერება
21:00 - გამოფენის გახსნა: „MAGNUM PHOTO 70 - ქართული დღიური" (რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017)

21:30 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება
- ფოლკლორული მუსიკა

► ივ. ჯავახიშვილის სახ. სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი
მისამართი: ახალციხე, რაბათის ციხე, პ. ხარისჭირაშვილის ქ. N1

21:00 - 01:00 - სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის დათვალიერება 

20:00 - ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა, პედაგოგთა და მოწვეულ სტუმართა შეკრება. მოსწავლეები წარმოადგენენ:

-  ციტატებს „ვეფხისტყაოსნიდან";

-  ცნობებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების შესახებ; 

-  წაიკითხავენ ლექსებს;

-  შეასრულებენ სიმღერებს 

21:00 - სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე