ისრაელში, ცომის საზელ მანქანაში ჩავარდნის შედეგად დაღუპული მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 18.05.2018
ნანახია: 842

30 წლის მამაკაცი, რომელიც ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და დაიღუპა, საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოში საელჩოში ადასტურებენ.

შემთხვევა თელ ავივის რაიონში, ქალაქ ხოლონში მდებარე საცხობში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ადგილი უბედურ შემთხვევას ჰქონდა.

როგორც საელჩოში აცხადებენ, დაღუპულის ოჯახის წევრებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე