ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 77.8 წლამდე, მამაკაცების კი, 69.2 წლამდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:22 | 18.05.2018
ნანახია: 714

ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1994-2017 წლებში, 3,7 წლით 77.8 წლამდე, მამაკაცების კი, 3,2 წლით 69.2 წლამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერიდან მიღებულმა მონაცემებმა დღის წესრიგში დააყენა წინა წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშებისა და განახლების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილიყო ისტორიული მწკრივის ჰარმონიზაცია აღწერიდან მიღებულ შედეგებთან.

მათივე ცნობით, გადაანგარიშება განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური და ტექნიკური დახმარების ფარგლებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე