ევროსაბჭო შეშფოთებულია ლგბტ პირების დისკრიმინაციით საქართველოსა და ევროპის დიდ ნაწილში

საქართველო, თბილისი - 10:28 | 18.05.2018
ნანახია: 1306

ჩვენ შეშფოთებული ვართ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის დიდ ნაწილში, - ამის შესახებ ევროპის საბჭო მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის გაუქმებას ეხება.

როგორც განცხადებაში წერია, ელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ლგბტ პირებს, შეეძლოთ საკუთარი უფლების განხორციელება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან დემონსტრაციებში და ამასთანავე, დაცული იყოს ძალადობისგან.

“ლგბტ თემის უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილის გამო შეწყდა. ლგბტ პირებს უნდა ჰქონდეთ იმავე უფლებებით სარგებლობის საშუალება, რითაც სარგებლობენ სხვები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ლგბტ პირებს, შეეძლოთ საკუთარი უფლების განხორციელება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან დემონსტრაციებში და ამასთანავე, დაცული იყოს ძალადობისგან.

ჩვენ შეშფოთებული ვართ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის დიდ ნაწილში”, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე