თვის ბოლომდე პოზიციები უნდა შევაჯეროთ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით -ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:32 | 16.05.2018
ნანახია: 843

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები თვის ბოლომდე უნდა შევაჯეროთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არის აზრთა სხვადასხვაობა დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა მიზანი საერთოა - ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში.

„ჩვენ თვის ბოლომდე პოზიციები უნდა შევაჯეროთ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამისთვის დაახლოებით ორი კვირა გვაქვს. არის აზრთა სხვადასხვაობა დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა მიზანი საერთოა, მიზანი არის ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში, ასევე ჰუმანური პოლიტიკის წარმოება და ამ საერთო მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს კონსენსუსის მიღწევის რესურსი. მთავარია, აქტიურად ვიმუშაოთ და ვფიქრობ, ორი კვირის განმავლობაში, შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას გუნდის შიგნით“, – განაცხადა კობახიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

„მთავარია ჩამოვაყალიბოთ სწორი კანონპროექტი, სადაც ასახული იქნება აღნიშნული მიზნები. ეს არის მთავარი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, კონსულტაციების სწორად წარმართვის შემთხვევაში, ეს მიზანი მიღწეული იქნება“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე