რემბრანდტის აქამდე უცნობი ნახატი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 16.05.2018
ნანახია: 1525

ჰოლანდიელი მხატვრის რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის აქამდე უცნობი ნახატი ნიდერლანდებში აღმოაჩინეს.

„ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი“ 1634 წელს შეიქმნა. გამოცემა NRC Handelsblad-ის ცნობით, ის წელიწადნახევრის წინ  ისტორიკოსმა იან სიკსმა 137 ათას ფუნტად შეიძინა.

ფერწერული ტილო სავარაუდოდ რემბრანდტის მოსწავლეს ეკუთვნოდა. თუმცა 15-მა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნახატი თვით რემბრანდტის ნამუშევარია.

ამჟამად ტილო ამსტერდამშია გამოფენილი. სიკსი რამდენიმე ხნის შემდეგ მის აუქციონზე გატანას გეგმავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე