რუსეთი ცდილობს ჩვენს მორალურად გატეხვას, მაგრამ დღეს ჩვენ მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ევროპა და ამერიკა - მარგველაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:37 | 16.05.2018 ნანახია: 949საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნებოდა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა:
"რუსეთი ცდილობს ჩვენს მორალურად გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით. ჩვენ ვეუბნებით, რომ ბევრად რთული პერიოდები გაგვივლია, ბევრად ნაკლები მეგობრები გვყოლია, დღეს ჩვენ მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ევროპა და ამერიკა. გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი საზოგადოება და აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ ამ გამარჯვებების ისტორია გვაქვს.
ჩვენ ხომ რეალურად ერთმანეთს ვეჯიბრებით არა ბირთვული რაკეტების რაოდენობაში, ხომ, არამედ მორალში - ვინ გატყდება პირველი და ვის პირველს შეეშინდება. ამაზე მიდის დარტყმა.
რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ რუსებთან ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს - სწორია! ჩვენ ვამბობთ, ჩვენ გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს. რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს - მოდით, თქვენ თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით - რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან და ჩვენ მოვალთ, დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ.
არა იქედან გამომდინარე, რომ შენ ძლიერი ხარ ჩემზე, არამედ უბრალოდ, ინტერესებიდან გამომდინარე ვისაუბროთ.
მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში, მოსკოვსა, თუ პეტერბურგში და თუ მე, აი, აქედან გამომდინარე დამელაპარაკება რუსი ლიდერი - ჩვენ დავლაგდებით.
ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა, იმიტომ რომ ესე მელაპარაკება მე მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი. ის მეუბნება, რომ პოლონეთის მოქალაქეთა ინტერესები არის ეს და რანაირად შეგვიძლია ჩვენ ქართველი ხალხის და პოლონეთის ხალხის ინტერესები დავამთხვიოთ. ასე მელაპარაკება, გერმანიის კანცლერი, ან საფრანგეთის პრეზიდენტი, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
დღეს რუსეთთან მიმართებაში ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს-„ძერჟავას“ ინტერესებიდან გამომდინარე. ეს „ ძერჟავას“ ინტერესები არ ითარგმნება ოჯახის ინტერესებამდე, არ მიდის „ ძერჟავას „ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე, ან უკეთეს ჯანდაცვამდე - ეს ხომ ფაქტია. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - მოდით, ვნახოთ რა შეიძლება რუსეთს ინტერესი ჰქონდეს, რანაირად შეიძლება ეს ინტერესი აისახოს უკეთესად რუსეთის მოქალაქეებზე. და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. და სულ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ, ეს ოკუპაცია ხომ საერთოდ ისტორიული აბსურდია. ანუ, რაში სჭირდებოდა რუსეთის სახელმწიფოს ოკუპაცია. რატომ იწყებს ერთი სახელმწიფო, მეორე სახელმწიფოსთან ომს?- რაღაცა რესურსების გამო. რა იპოვნეს ცხინვალში? ნავთობის საბადო და ბრილიანტის შახტა? თუ ტერიტორიები აკლიათ და მოსახლეობას ვეღარ ატევენ რუსეთის ტერიტორიაზე? და როგორც ტრადიციულად ხდებოდა ხოლმე, გამრავლებული, გაზრდილი დემოგრაფია მიდიოდა და იპყრობდა სხვა ქვეყნებს, რა უნდოდათ?
არავითარ ინტერესში ეს არ გადაითარგმნა. ასე რომ, იმ მომენტამდე, სანამ არ შეგვეძლება საუბარი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებზე და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე, მანამდე, ჩვენ უნდა ვიყოთ უბრალოდ მდგრადი და უნდა გვჯეროდეს, რომ მოგვიგია ასეთი ომები და ბევრად უფრო რთულ ვითარებაში და ბევრად უფრო ძლიერ მტრებთან და მოვიგებთ ახლაც.
არამგონია, რომ ქართული საზოგადოება ორად არის გაყოფილი რუსეთთან მიმართებაში. რასაც მე ვხედავ, დავუშვათ გამოკითხვებს, უკვე ბევრი წლის განმავლობაში დომინანტურია, რომ რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურებას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.
შესაბამისად, ქართული საზოგადოება მზად არის რუსეთთან სასაუბროდ, მეც მზად ვარ ბუნებრივია, მაგრამ საუბარია კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. ეს კონკრეტული ქმედებები ვერ განხორციელდება თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება მთავარ თემაზე, რომ რუსეთმა რატომღაც 2008 წელს გადაწყვიტა, რომ აქვს საკმარისი საბაბი ტანკებით და ავტომატებით შეცვალოს საქართველოს რუკა და მერე კიდევ 6 წელიწადში გაუჩნდა საკმარისი საბაბი, რომ შეცვალოს უკრაინის რუკა.
საქმე ის არის, რომ სახელმწიფო საზღვრების შეცვლა სამხედრო მექანიზმებით ეს არის აბსოლუტურად წინა საუკუნის შუა წლების ტენდენცია. ორი მსოფლიო ომი ამის გამო მოხდა კაცობრიობის ისტორიაში.
როგორ იყო მანამდე? იყო სახელმწიფო, რაღაც მომენტში უცბად გაძლიერდებოდა ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და ეგრევე შევარდებოდა გვერდით სახელმწიფოში, მერე კიდევ გვერდითა სახელმწიფოში შევარდებოდნენ და ასე, არ ამთავრებდნენ, არ ეზარებოდათ, კლავდნენ ერთმანეთს და ბოლოს მსოფლიო ომები მოახერხეს ორი.
ეს გადატანილია უკვე, კაცობრიობამ ამაზე უარი თქვა და იმიტომ, რომ შენ გგონია, რომ შენ გაქვს საკმარისი საბაბი, რომ შენ შეხვიდე საქართველოში და შეცვალო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომლის დამოუკიდებლობაც სხვათაშორის, შენ თვითონვე აღიარე 20 წლის წინ და მერე თქვი, რომ არ მოგწონს ეს საზღვრები და უნდა შეცვალო. ამის აბსოლუტური მიუღებლობა უნდა იყოს ჩვენში და მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრიც მზად არის, რომ სხვა თემებზე ესაუბროს რუსებს ოღონდ ამ ისტორიული აბსურდის და უსამართლობის მიღმა.
აქ წითელი ხაზი გადის. აქ გადიოდა წითელი ხაზი, როდესაც ჩვენ ვესაუბრებოდით შაჰ აბასს, აღა-მაჰმად-ხანს, ბათო-ყაენს, ჩინგიზ-ხანს. ყველას ერთი და იგივეს ვეუბნებოდით და იმათ არ ესმოდათ, ბოლოს გავაგებინეთ იმათ, ახლა გავაგებინებთ რუსეთს, რომ აქ არის წითელი ხაზი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა