საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო “სტამბა”- ს მშენებლობის პროექტი განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 15:27 | 16.05.2018 ნანახია: 1990საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „აჭარა ჯგუფი“ კიდევ ერთ ქართულ ბრენდს - Stamba Hotel-ს წარმოგიდგენთ. ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში არის განთავსებული. პირველ ეტაპზე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suit-ით (79 კვ.მ). ამ ეტაპზე „სტამბაში“ დასაქმებულია 600 ადამიანი. მას შემდეგ რაც სასტუმრო სრულად ამუშავდება, ხელმისაწვდომი იქნება 150 ნომერი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება 750-მდე.
სასტუმროში განთავსებულია „კაფე სტამბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო.
სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე - Jungle Lobby - არის უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებით დატვირთული. ამ სივრცეს კრავს შენობის თავზე მოწყობილი საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით. აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.
სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა.
„მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი. დიდია „აჭარა ჯგუფის“ წვლილი როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის ურბანული განვითარების საქმეში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. საქართველოს ბანკი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს. როგორც დაფინანსებით, ასევე პროფესიული რჩევებით მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, ვასილ ხოდელმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა