მივდივართ მოსკოვში ყველაზე საჭირბოროტო ტრაგიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ადა მარშანია

საქართველო, თბილისი - 14:22 | 16.05.2018
ნანახია: 921

ტატუნაშვილის მკვლელობის ირგვლივ ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება, ზუსტად ამიტომაც მივდივართ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ მოსკოვში გამგზავრებამდე განაცხადა.

საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლები ოკუპანტ სახელმწიფოში, პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე უკვე მესამედ მიემგზავრებიან.

მარშანიას განცხადებით, ისინი რუს დეპუტატებს ყველა მტკივნეულ საკითხზე ესაუბრება.

„მივდივართ მოსკოვში ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ და ვაპირებთ ამ საზარელ მკვლელობაზე საუბარს. გვინდა, მაქსიმალურად მოვიპოვოთ ობიექტური ინფორმაცია. ის რომ ჟურნალისტები ბევრ რამეს იგონებენ, ფაქტია. ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება, ზუსტად ამიტომაც მივდივართ, რომ ყველაზე საჭირბოროტო ტრაგიკულ საკითხებზე ვისაუბროთ და ბოლოსდაბოლოს შევაჩეროთ თუ დავამთავროთ არა“,-განაცხადა მარშანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე