საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 16.05.2018
ნანახია: 1046

რუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მცირედ დაზიანდა ავტომობილები, მომხდარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულად დაჯარიმდა საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე