ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 15.05.2018
ნანახია: 1304

15 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4344 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4434 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.90 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9016 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9277 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.61 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5512 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2962 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 მაისიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე