მალაიზიური ბოინგი პილოტმა შეგნებულად ჩამოაგდო - ექსპერტები

საქართველო, თბილისი - 16:41 | 15.05.2018
ნანახია: 1413

21-ე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ავია-კატასტროფად მალაიზიური ბოინგის გაუჩინარება მიიჩნევა. 2104 წლის მარტში ბოინგი 777-200 კუალა-ლუმპურიდან პეკინში  მიფრინავდა და უკვალოდ ინდოეთის ოკეანეში გაუჩინარდა. ექსპერტების აზრით, რომელიც ავსტრალიურმა ტელეარხმა 9Now-მა შეაგროვა, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა პილოტ ზაჰარი აჰმად შაჰის განზრახ ჩადენილი ქმედება გამხდარიყო, რასაც 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი ემსხვერპლა.

სპეციალისტები მიჩნევენ, რომ საჰაერო ხომალდის მეთაურმა შეგნებულად გამორთო მიმღებ-გადამცემი, რომელიც თვითმფრინავის ამოცნობისთვის იყო განკუთვნილი.

კანადის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ლერი ვენსას აზრით, აჰმად შაჰს თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. მისი ვერსიით, მფრინავმა გაიკეთა ჟანგბადის ნიღაბი, შემდეგ კი ისეთ ღონისძიებებს მიმართა, რამაც სალონში უჟანგბადობა გამოიწვია.

უჰაერობის გამო მგაზვრებმა და ეკიპაჟის წევრებმა გონება დაკარგეს და მისთვის ხელის შეშლა ვეღარ შეძლეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე