ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 30.11.2015
ნანახია: 1447

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4052 ლარი გახდა.

სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4051 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ისევ გაუფასურდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5437 ლარად იქნება შესაძლებელი, აქამდე მოქმედი კურსი კი, 2.5477 ლარს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე