ბახალას სასამართლო პროცესი 29 მაისისთვის გადაიდო

საქართველო, თბილისი - 12:54 | 15.05.2018
ნანახია: 838

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას სასამართლო პროცესი გადაიდო. 

გადადების მიზეზი ერთ-ერთი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

შემდეგი სხდომა 29 მაისს, 13:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი მიმდინარე წლის 23 იანვარს, პირდაპირ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 45 აბის და 4 აბის ნატეხის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. თუმცა, გამოძიებამ მას 2 აპრილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაუმძიმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე