2017 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 12:21 | 15.05.2018
ნანახია: 725

2017 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების 63.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 30.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 967.6 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 22.5 პროცენტიან ზრდას 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (20.1პროცენტი) აგრეთვე აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.1 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.7 პროცენტს შეადგენდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე