ბახალას სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო დღეს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 15.05.2018
ნანახია: 831

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას სააპელაციო საჩივარს დღეს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. 

წინა პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურატურიდან გამოძიების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით. 

მათი განმარტებით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოძიებიდან საქმის მასალების გამოთხოვა

გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა მტკიცებულების ხელახალი გამოკვლევის თაობაზე. 

დაცვის მხარემ მოწმეების, მათ შორის, ჯაბა ხულორდავას ხელახალი დაკითხვაც მოითხოვა. აღნიშნულ შუამდგომლობებს ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. 

სასამართლომ მოწმეების ხელახალი დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი მიმდინარე წლის 23 იანვარს, პირდაპირ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 45 აბის და 4 აბის ნატეხის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. თუმცა, გამოძიებამ მას 2 აპრილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაუმძიმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე