15 მაისს ოჯახების საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 10:07 | 15.05.2018
ნანახია: 790

დღეს, 15 მაისს, მსოფლიო ოჯახების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ 1994 წლის 15 მაისიდან დაწყებული ყოველწლიურად აღენიშნა ოჯახების საერთაშორისო დღე.

ამ თარიღის დაწესების მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე, განსაკუთრებით იმ ოჯახებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებების შედეგად, გახდნენ სიღატაკისა და შიდსის მსხვერპლნი.

ეს ოჯახები, რომლებიც იბრძვიან არსებობის ელემენტარული პირობებისათვის, საჭიროებენ მხარდაჭერას და ასეთი მხარდაჭერა უნდა მიიღონ. გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის აზრით, როდესაც ილახება ერთი ოჯახის ძირითადი უფლებები, მაშინ საფრთხე ექმნება ასევე კაცობრიობის ერთიან ოჯახს, რომლის წევრები ჩვენ ყველანი ვართ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე