"შეწყდეს გარყვნილების პროპაგანდა" - პარლამენტთან "ქართული მარშის" აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 19:01 | 14.05.2018
ნანახია: 911

"შეწყდეს გარყვნილების პროპაგანდა" - ამ ლოზუნგით "ქართული მარშის" წევრები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძემ განცხადებით, ისინი "ანტიქრისტიანულ შეხედულებებს" აპროტესტებენ.

"ვაპროტესტებთ იმ სოდომს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ. ჩვენ მივდივართ პარლამენტის შენობასთან, სადაც 9 აპრილის მემორიალთან ნარკომანებმა და გარყვნილებმა მოაწყეს სოდომი. ადგილზე მისვლის შემდეგ ჩამოვყალიბდებით გეგმაზე და განცხადებას გავაკეთებთ", - განაცხადა ბრეგაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე