ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 17:56 | 14.05.2018
ნანახია: 849

ნარკოტიკების გასაღების საქმეზე სპეცოპერაციისას დაკავებული რვავე პირი მოსამართლე დავით კურტანიძემ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასმამრთლოში ამ წუთებში გამოცხადდა. 

დაცვის მხარე თითოეული მათგანის მიმართ არამკაცრი აღკვეთის ღონისძიების გატარებას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ბრალდების მხარე კი, მათ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ცნობისთვის, 12 მაისს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე