შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი- გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 15:25 | 14.05.2018
ნანახია: 805

შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს, მეორე - 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც გენერალურ პროკურატურაში არ არსებობს.

“შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი და მათგან ერთი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს აქვს რამდენიმე სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს, რათა შევძლოთ უფრო სწრაფად გავცეთ პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს. მეორე იქნება ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში. დღეს ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც გენერალურ პროკურატურაში არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე