ომბუდსმენის აპარატში პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის - გახარია

საქართველო, თბილისი - 15:15 | 14.05.2018
ნანახია: 851

დღეის მდგომარეობით, ომბუდსმენის აპარატში 12 მაისის ღამეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ასეთი შემთხვევები დადასტურდება, ამაზე ისაუბრებენ.

“ჩვენ ვართ მზად განვიხილოთ ყველა საკითხი და პასუხი გავცეთ ყველა კითხვის ნიშანზე, რომელიც არსებობს პარასკევის ღონისძებასთან დაკავშირებით. დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები პოლიციის მხრიდან. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის, თუმცა ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ განვიხილოთ და თუ დადასტურდა ასეთი შემთხვევები, ამაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე