გიორგი გახარიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 14.05.2018
ნანახია: 917

შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.

მისი თქმით, მან გიორგი გახარიასგან მიიღო დაპირება, რომ უწყება ომბუდსმენის აპარატს 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო მასალას გადასცემს. მისივე თქმით, შს მინისტრმა შეხვედრაზე თქვა, რომ გადაცდომა იყო მოქალაქეთა მხრიდან, რომლებიც სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც როგორც მინისტრი ამბობს, მათი დაკავება მოჰყვა.

"შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა საჩივარი იყოს შემოტანილი სახალხო დამცველთან და ჩვენ ყველა სარჩელს შევისწავლით. შსს-მ გამოთქვა მზაობა, რომ ვიდეო კადრებს გადმოგვცემს და გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ და დავადგინოთ ყველაფერი. ეს კადრებია არის როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობა ასევე აქციის მონაწილეების დაკავება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნება ორი სახის ჯგუფი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან.

„ორივე მხარე თანხმდება, აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია, რომ სახელმწიფომ უნდა იბრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შეთანხმდნენ ორ რამეზე, პირველ რიგში შეიქმნება ორი სახის ჯგუფი - ერთი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან.

საუბარი იყო მომავალი დღეების განმავლობაში დაანონსებული აქციების უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე საორგანიზაციო ჯგუფის შექმნისკენ იყო მოწოდება, რომ მომავალი დღეების განმავლობაში უსაფრთხოება იყოს დაცული“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე