როგორ უნდა ეცვათ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის სტუმრებს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 14.05.2018
ნანახია: 1360

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილი უკკვე რამდენიმე დღეში გაიმართება. მედიამ სამეფო ოჯახის სტილისტისგან შეიტყო, რა შეზღუდვებია დრეს-კოდთან დაკავშირებით.

სტილისტის თქმით, აკრძალულია თეთრი და შავი ფერი. თეთრი განკუთვნილია პატარძლისთვის, შავი კი გლოვის სიმბოლოა. თეთრი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ის სამოსის ძირითადი ნაწილია, მაგრამ მორთულია ყვავილებით, ფერადი მაქმანებით ან სხვა ნახატებით. შავი კი შესაძლებელია მხოლოდ სამოსის დამატების სახით (მაგალითად, მცირე ზომის მოსაცმელი)

რაც შეეხება კაბის სიგრძეს, ამ შემთხვევაში მინი კატეგორიულად აკრძალულია. თუმცა ფეხების მცირე დოზით გამოჩენა შეიძლება. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის, რომ დედოფალ ელისაბედ მეორეს თანდასწრებით აუცილებელია კანისფერი გრძელი წინდების ჩაცმა. ასევე შესაძლებელია გრძელი კაბაც, მაგრამ საღამოს კაბების არჩევისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. სტუმრებს არც ის უნდა დაავიყწდეთ, რომ ქორწილი დღისით იმართება.

ამის გარდა სტილისტმა პრინცისა და მისი საცოლის სამოსზეც ისაუბრა.

„არის ვერსია, რომ ჰარი სამხედრო ფორმას არ ჩაიცვამს, რადგან ის ოფიცერი აღარ არის. მაგრამ ჰარი ძალიან ამაყობს თავისი სამხედრო კავშირებით და ბევრი საპატიო ჯილდო აქვს, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ ის ფორმას ჩაიცვამს“,- აღნიშნა სტილისტმა.

მეგანის კაბის შესახებ საუბრისას სტილისტი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა და მხოლოდ აღნიშნა, რომ პატარძლის კაბა ბრიტანელ დიზაინერს ეკუთვნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე