ჩვენ მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ - ბექა წიქარიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:28 | 14.05.2018
ნანახია: 694

ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ, - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც გიორგი გახარიასა და რუსთაველზე გამართული აქციის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, აქციის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო.

"ჩვენ პირველ რიგში, ფორმატი უნდა შევათანხმოთ. უნდა წარვადგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართულები, ჯერ შეთანხმებული არაა და ამიტომ ეს არის პრინციპული, რათა ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია საუბრის. საზოგადოების ნდობისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ. აქციის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო ჩემი აზრით. მე დაპირისპირებას ვერ დავუშვებდი", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე