გიორგი გახარია შსს-ში "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლებს ხვდება

საქართველო, თბილისი - 12:13 | 14.05.2018
ნანახია: 1163

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეხვედრა მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას გიორგი გახარიას გარდა ესწრებიან: შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლადო ბორცვაძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები დავით სუბელიანი და ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები სოფო ვერძეული და გურამ იმნაძე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე