14-17 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

საქართველო, თბილისი - 12:04 | 14.05.2018
ნანახია: 847

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 – 17 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

 ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე