მადლობას ვუხდიდით იმ პოლიციელებს, ვინც შავი პარასკევი მოგვიწყო - ნაჯა ორაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:07 | 14.05.2018
ნანახია: 2157

კლუბ „ბასიანის“ თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს:

„ვისაც სისხლი წყურია, ვისაც ძალადობა ან საზოგადოების დაპირისპირება სურს, არის იმ ყველა იდეის და ღირებულების მოწინააღმდეგე, რომლისთვისაც ამდენი ხანია ვიბრძვით. პირადად ჩემთვის, მოწინააღმდეგის ძალადობრივი დაშლა, ეს იქნება ხელკეტით თუ წყლის ჭავლით, არის სასტიკად მიუღებელი. ასევე მიუღებელია საზოგადოების გახლეჩვა, ერთობისთვის ვიბრძვით. სწორედ ამიტომ ვთხოვდით პოლიციას მთელი დღის განმავლობაში, რომ მეორე მხარის მიმართ არ განხორციელებულიყო ის, რის გამოც ჩვენ ვიდექით ამ აქციაზე. ეს არ ყოფილა კომპრომისი, არც უკან დახევა, ეს იყო ზრუნვა ჩვენს მეგობრებზე, იმისთვის რომ ხეებისმგლეჯავ ადამიანებსა და ჩვენს შორის სისხლისღვრა არ მომხდარიყო.

ზუსტად ამიტომ არის ბექა წიქარიშვილი ყველაზე პასუხისმგებლიანი ადამიანი და ზუსტად ამიტომაც ვდგავარ ამ გმირი ადამიანის გვერდით და ვიდგები მუდამ. და ვინც ბექას ლანძღავთ, უბრალოდ უპასუხისმგებლო და სეირის მაყურებლები ხართ და ვერ იაზრებთ საზოგადოებაში არსებულ პრობლემის სიმწვავეს. სხვათაშორის, დღეს გულწრფელ მადლობას ვუხდიდით იმ პოლიციელებს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთხოებას, დღეს მადლობას ვუხდიდით ზუსტად იმ პოლიციელებს, ვინც წინა დღეს შავი პარასკევი მოგვიწყო. რაც შეეხება ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ამას დღევანდელი შეხვედრა გვანახებს“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ სტატუსში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე