საუბარია რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და მომავალში მის არსებობაზე, რასაც ვერ დავეთანხმები - კალაძე

საქართველო, თბილისი - 21:41 | 12.05.2018
ნანახია: 1828

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკურ განვითარებაზე. რაშიც მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები, საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და მომავალში მის არსებობაზე, რასაც ვერ დავეთანხმები. სრული პასუხიმსმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა რომელიც არის ერთ ერთი წარმატებული აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და მაქსიმალური ხელშეწყობა", - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე