სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 19:35 | 12.05.2018
ნანახია: 1066

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,11 მაისს, თბილისში,ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი,1995 წელს დაბადებული ზ.კ. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე მ.ს.  ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე