თინა მახარაძე: ჩვენს თაობას რევოლუციისთვის ამაზე დიდი მიზეზი არ მისცემია

საქართველო, თბილისი - 18:20 | 12.05.2018
ნანახია: 4944

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ეს მთავრობა არის მკვდრების მთავრობა. ბებერი გახრწნილი თაობის ხელისუფლებაა და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ეშინიათ ახალი თაობის.
ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლა უნდა ეშინოდეთ. ისე უნდა ეშინოდეთ, რომ მეორედ ვეღარავინ გაბედოს რაიმე მსგავსის გაკეთება. ახლა რომ ნაციონალურ მოძრაობას შანსი მიეცეს ხელისუფლებაში მეორედ მოსვლის, ხო ვეღარაფრით ჩაიდნენ იგივე შეცდომებს, რაც დაუშვეს?! იმიტომ რომ იწვნიეს, რა არის ხალხის გაშმაგება (რამაც, სამწუხაროდ აქამდე მიგვიყვანა, სადაც ახლა ვართ), ამიტომ, ისეთი საპასუხო რეაქცია უნდა გვქონდეს, რომ ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს იგივეს გაკეთება. ჩვენს თაობას ამაზე უფრო დიდი მიზეზი რევოლუციისთვის ჯერ არ მისცემია! ეს არის ჩვენი ბასიანი და ეს ბასიანი ჩვენი მოსაგებია“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე