აქციის ორგანიზატორებსა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

საქართველო, თბილისი - 17:58 | 12.05.2018
ნანახია: 923

რუსთაველზე გზის სრულად გადაკეტვაზე საპატრულო პოლიციის უფროსსა და ბექა წიქარიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

წიქარიშვილის თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსი არ იზიარებს მათ მოსაზრებას, რომ ხალხის საკმარისი რაოდენობა არის გზის სავალი ნაწილის სრულად დასაკავებლად.

„სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა ჩვენ შორის. საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საკმარისი რაოდენობაა ხალხის, თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან სხვა პოზიციაა, ისინი ფიქრობენ, რომ არასაკმარისი ვართ,“ - აღნიშნა წიქარიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე