გახარიამ წაიკითხა ბერას პოსტი და გადაწყვიტა, რომ გზა პრემიერის სკამამდე „ბასიანის“ გავლითაა - ვერა ქობალია

საქართველო, თბილისი - 17:43 | 12.05.2018
ნანახია: 3110

"გახარიამ წაიკითხა ბერას პოსტი და გადაწყვიტა, რომ გზა პრემიერის სკამამდე „ბასიანის“ გავლითაა", - წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია.

„რატომ იყო აუცილებელი ამ ადამიანების დასაკავებლად კლუბებში შევარდნა? მით უმეტეს, თუ მათ სამი თვე უთვალთვალებდნენ და ვიდეოზე გადაღებული მტკიცებულებებიც უკვე ქონდათ, რატომ ვერ მოხდებოდა მათი სხვაგან წყნარად აყვანა?
რა საჭიროა თეატრი, მთელ მსოფლიოს სანახავად?

ამიტომ მარტივი დასკვნა - გახარიამ წაიკითხა ბერას პოსტი და გადაწყვიტა რომ გზა პრემიერის სკამამდე ბასიანის გავლითაა. სკამებისთვის ბრძოლას ეწირება ქვეყნის სახე, დემოკრატია. ტურიზმზე აღარაფერს ვიტყვი.

თუნდაც ერთი პოზიტივი კი გამოიწვია - ამდენი ახალგაზრდა ერთად მდგომი თბილისში დიდი ხანია არ მინახავს. ძალიან მაგარი თაობა მოდის”, წერს ქობალია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე