"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 17:25 | 12.05.2018
ნანახია: 943

კლუბ „ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი, გაათავისუფლეს.

ის გუშინ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

ზვიად გელბახიანი რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იყო გადაყვანილი. მისი ადვოკატი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, გაერკვია, სად იყო მოთავსებული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე