პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაუთმო

საქართველო, თბილისი - 17:01 | 12.05.2018
ნანახია: 706

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაუთმეს. შეკრებილებმა სამართალდამცველებს ამ თხოვნით აქციის დასაწყისში მიმართეს და ძალოვანმა უწყებამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა. 

აქციის მონაწილეები მოსახლეობას გააქტიურებისკენ და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გუშინ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

ისინი პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე