რუსთაველზე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:30 | 12.05.2018
ნანახია: 756

ჩვენი თავისუფლებისთვის - ამ სახელწოდების აქცია იმართება რუსთავლზე, პარლამენტის შენობის წინ, რომელიც "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" წუხელ კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო დაგეგმა. მოძრაობის წევრები პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.  

ცნობისთვის, წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე