სააკაშვილი: ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია

საქართველო, თბილისი - 15:07 | 12.05.2018
ნანახია: 712

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წუხელ კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციას ეხმაურება. ის ხალხმრავალ ადგილას სპეცოპერაციის ჩატარებას დამაშინებელ აქციას უწოდებს.

„კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში,არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან - ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია.
ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა,ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც.ასევე,შემოტანის არხები.მაგრამ,ამ ყველაფერს ვერ ეხებიან ,რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე.ამიტომ პოლიციას უბრძანეს,რეალური წყაროების ნაცვლად,წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს.
ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები,მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი,ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში.
გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი.მომხმარებლების დევნის ნაცვლად,დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით.ასევე საჭიროა,გონივრული საინფორმაციო კამპანია,რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ,თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება,მათი სიცოცხლისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე