სამხედროებს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადაეცათ

საქართველო, თბილისი - 15:39 | 30.11.2015
ნანახია: 2017

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015-ში“ მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ , წარმატებული სამხედრო ოპერაციების და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, 18 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა.
დაჯილდოებულებს შორის იყვნენ: სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია; ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი; J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი; J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე; J-5/9 სტრტეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი და სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე. მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ ასევე გადაეცათ სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა უწყებების ოფიცრებსა და ჯარისკაცებს.
ფართომასშტაბიანი სწავლება „დიდგორი 2015“ 25 ოქტომბერს დასრულდა. უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე