გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მოსახლეობის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა - კვლევა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 11.05.2018
ნანახია: 728

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე, "ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა თუ არა ხალხის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ", უმრავლესობა (48%) ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა.

გამოკითხულთა 28% ფიქრობს, რომ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა. 16%–ს მიაჩნია, რომ საპატრიარქოს მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. 8% კი ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. 

კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე