რესპოდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ შსს, სუს-ი და პროკურატურა მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან - კვლევა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 11.05.2018
ნანახია: 787

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%).

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. 

კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე